2015-08-05 17:46:14, 700 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2915 ლარი გახდა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.2915 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.2798 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0117 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. 1 ევრო ხვალ 2.4886 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5023 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0137 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან