16:31 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 11:06:21, 1486 ნახვა

ომი უკრაინაში
ზურაბიშვილი - WHO-ს დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხისადმი რეაგირებას

WHO-ს გენერალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხისადმი რეაგირებას. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე ვრცელდება.

მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეიესუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და პრეზიდენტმა ტედროს გებრეიესუსთან ახალ კორონავისრუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსის დაძლევის პროცესში ორგანიზაცია საქართველოს კვლავ აქტიურად გაუწევს ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხისადმი რეაგირებას.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით მიჰყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლსა და მართვას ექვემდებარება.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან მიიღო პირობა ვირუსთან გამკლავების კუთხით ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერის კვლავ გაგრძელების შესახებ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ ზომებისათვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის პრევენციისათვის გაატარა და განაცხადა, რომ დღევანდელი კომუნიკაციაც სწორედ თანამშრომლობისათვის სრული მზაობისა და მაღალი პოლიტიკური ნების გამოხატულებაა.

საუბრისას განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან დაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაცია მის ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პანდემიისგან დასაცავად.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics