|
2020-03-14 11:00:49, 9105 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა
კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს 24 საათის ინტერვალში ანალიზი კვლავ ჩაუტარდება. „იცით, რომ პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ეს იყო 26 თებერვალი, მე-14 დღეს გაკეთდა მასთან ტესტი და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. გუშინ განმეორდა მასთან ტესტირება და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ პროტოკოლის წესის მიხედვით, აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და როდესაც მივიღებთ კვლავ უარყოფით პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს იქნება საქართველოში პირველი პაციენტი, რომელიც კორონავირუსით გამოჯანმრთელდა. იმედი გვაქვს, რომ ეს მართლაც ასე იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)