14:32 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 12:57:54, 1396 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონს რვა ახალი სკვერი შეემატება

კრწანისის რაიონში რვა ახალი სკვერი ეწყობა. აქედან, ხუთი სივრცე ორთაჭალაში, სამი კი ფონიჭალაშია.

ორთაჭალაში, ავტო-სადგურის მიმდებარედ, გორგასლის ქუჩა N39, 41-ში, 91-სა და N111-ში ახალი რეკრეაციული სივრცეები 2 500 კვ.მ-ზე ეწყობა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართებზე სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა კალათბურთის სტადიონი, სატრენაჟორო კომპლექსი, საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების ქსელი. ტერიტორია კეთილმოეწყობა მთლიანი ღობით,  საბაღე გაზონით და გამწვანდება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით. ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები და დაიგება დეკორატიული ფილები. ადგილზე მოეწყობა მულჩირებული გაზონი და დაიდგმება სკვერისათვის საჭირო ყველა ინვენტარი.  

სკვერების მოწყობის სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო.

„წლების განმავლობაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ამ ადგილებში რეკრეაციული სივრცეები მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორიები, ზოგ შემთხვევაში ნაგავსაყრელად იყო ქცეული, ზოგ შემთხვევაში კი მოსახლეობას საერთოდ არ ჰქონდა დასასვენებელი კუთხე. თანამედროვე სტანდარტის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცე შევუქმნათ მოსახლეობას“, - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ჯამში, 632 663 ლარია გამოყოფილი.

კრწანისის რაიონისთვის 2018-2019 წლებში პრიორიტეტული იყო მეტი რეკრეაციული სივრცის შექმნა მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაიონში მოეწყო და რეაბილიტირდა 35 სკვერი და კრწანისის მთლიან ტერიტორიაზე ჯამში, დაახლოებით, 3 ჰექტარზე მოეწყო რეკრეაციული სივრცეები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 736 400 ლარი გამოიყო. 

ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დაახლოებით, მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics