14:31 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 12:26:14, 1439 ნახვა

საზოგადოება
როდის მივმართოთ ინ ვიტრო განაყოფიერებას

      ინ ვიტრო ანუ ხელოვნური განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის  ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. ბოლო წლების განმავლობაში, მედიცინის განვითარებასთან ერთად, აღნიშნული მეთოდი  შესამჩნევად განვითარდა და დაიხვეწა. დღეისათვის ინ ვიტრო განაყოფიერება, ზოგიერთი სამედიცინო დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, უნაყოფობის სამკურნალო ერთადერთ უალტერნატივო  მეთოდად მიიიჩნევა.

საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებული მაჩვენებელი აქვს ჟორდანიას კლინიკას, რომელიც პირველი რეპროდუქციული კლინიკაა საქართველოში. სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრში ხელოვნური განაყოფიერება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ დროისათვის, ჟორდანიას კლინიკაში ინ ვიტრო მეთოდით ორსულობის დადგომის სიხშირე 75%-ია.

როდის ხდება საჭირო ინ ვიტრო განაყოფიერება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, თუ 1 წლის განმავლობაში, წყვილის დაუცველი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების პირობებში, არ დადგა ორსულობა, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება და უნაყოფობის მიზეზის დადგენა. იმ შემთხვევაში თუ ქალის ასაკი 35 წელზე მეტია, მაშინ ლოდინის პერიოდი შედარებით მცირეა და 1 წლის ნაცვლად, 6 თვითაა განსაზღვრული.

ინ ვიტრო განაყოფიერებას ექიმები ურჩევენ როდესაც არსებობს უშვილობის ფიზიოლოგიური მიზეზები, მაგალითად -

  • ფალოპის მილების შეხორცება, დაზიანება ან არქონა
  • ენდომეტრიოზი
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ან ოვულაცია
  • მამაკაცის არასრულფასოვანი სპერმა
  • გენეტიკური რისკ-ფაქტორები
  • უშვილობის დაუდგენელი მიზეზი

ჟორდანიას კლინიკაში კვლევებისა და  დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდებია დანერგილი. ექიმთა გუნდი ქართველი და უცხოელი გამოცდილი გინეკოლოგების, რეპროდუქტოლოგების და ემბრიოლოგებისგან შედგება. კლინიკას უშვილობის დიაგნოსტირებისა და ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ხშირად მიმართავენ უცხოელი პაციენტებიც.

რა პროცედურებს მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება მარტივი  და უსაფრთხო პროცედურაა. მთლიანობაში ერთი პროცედურა ქალის მომზადებიდან ემბრიონის გადანერგვამდე დაახლოებით 3 კვირა გრძელდება. ინ ვიტრო განაყოფიერება ორგანიზმში ბიოლოგიურად მიმდინარე განაყოფიერების იდენტურია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში განაყოფიერება ლაბორატორიულ პირობებში მიმდინარეობს.

ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს -

  • მედიკამენტების საშუალებით საკვერცხის სტიმულაცია;
  • კვერცხუჯრედის ასპირაცია ანუ მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვება;
  • მამაკაცის სპერმის დამუშავება;
  • განაყოფიერება ანუ კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმა;
  • ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა
  • ემბრიონის გენეტიკური ანალიზი.

ჟორდანიას კლინიკა აღჭურველია უშვილობის დიაგნოტირებისა და მისი შედგომი მკურნალობისთვის საჭირო თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია. აქ ერთ სივრცეშია შესაძლებელი ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული სრული სამედიცინო სერვისის მიღება. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ყველასთვის ხელმისწავდომს ხდის დასავლური სტანდარტების რეპროდუქციულ მედიცინას.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics