13:14 - 02 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 12:21:40, 1766 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით ნეგატიური მოლოდინები არსებობს

„სანამ  ნეგატიური გავლენა მოხდება ჩვენს ეკონომიკაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებებზე, ზრუნვა ბიზნესსა და დასაქმებაზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით ნეგატიური მოლოდინები არსებობს.

„რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგან პანდემია არის მსოფლიოში გამოცხადებული. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა. მანამ, სანამ  ნეგატიური გავლენა მოხდება ჩვენს ეკონომიკაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებებზე, ზრუნვა ბიზნესზე, ზრუნვა დასაქმებაზე. რა თქა უნდა, ამ გეგმის ცენტრალური ნაწილი იქნება ტურიზმი, რადგან ტურისტული ინდუსტრია არის ის პირველი ფრონტის ხაზზე მყოფი ინდუსტრია, რომელიც ზარალდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნება გეგმავს არასრულწლოვანთა მიერ სქროლის გამოყენების რეგულირებას
სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება
რიყის ქვაფენილი ასფალტით ჩანაცვლდება - ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
სამხარაძე ღარიბაშვილზე: არცერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics