|
2020-03-10 10:55:22, 2095 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს
საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორში შექმნილი ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, სასტუმროების ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს. საქართველოს ბანკი აქტიურ კომუნიკაციაზეა კლეინტებთან, რომლებიც მასპინძლობის სფეროში, კერძოდ სასტუმროების ბიზნესში საქმიანობენ და გამოხატავს მზადყოფნას, მათთან ერთად განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მათი ბიზნესებისთვის შეღავათების დაწესებასთან, მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევასა თუ სამომავლო სამოქმედო გეგმასთან. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, ტურიზმისა და მასპინძლობის, კეროდ სასტუმრო ბიზნესის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და შემდგომ წახალისებას. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი მასპინძლობის სფეროში არსებულ ბიზნესებს. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, გარდა იმ აქტიური კომუნიკაციისა, რომელიც სექტორში მოღვაწე ბიზნესებთან გვაქვს, კიდევ ერთხელ ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, რათა განვიხილოთ მათთვის საინტერესო ყველა საკითხი, მათ შორის მათთვის შეღავათების დაწესების შესახებ. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა. ბანკი უკვე წლებია ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, როგორც ფინანსურად, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით, რათა სასტუმრო ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა მისცეს და შესაბამისად, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი, მითუმეტეს ისეთი როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის სწრაფად მზარდი სექტორია, ძლიერი ეკონომიკის საწინადარია,“- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)