2015-08-04 17:10:48, 591 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.2798 ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.2716 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.5023 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.4888 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0135 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან