19:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 20:09:27, 11200 ნახვა

მსოფლიო
კორონავირუსის წარმოშვება და განვითარება - როგორ მოაღწია ვირუსმა ჩვენამდე

ალექსანდრე ჩუჩალინი, რუსეთის რესპირაციული საზოგადოების პრეზიდენტი დეტალურად აღწერს ვირუსის განვითარების ეტაპებს. მისი თქმით კორონავირუსი, ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია .

"კორონავირუსი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. ადამიანები წელიწადში რამდენჯერმე ავადდებიან ამ ვირუსით  რასაც "მწვავე გაციებას" არქმევენ. ვირუსის წარმოშობა ჩვენთვის 2002 წელს გახდა ცნობილი სარს - ის  (მწვავე რესპირაციული სინდრომი) და 2012 წელს მერს - ის (ახლოაღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი), 2019 წელს კი უკვე კორონავირუსის სახელით.

კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ოთხ ეტაპს გადის - პირველი უწყინარი სურდოა, რომელიც შვიდიდან ცხრა დღემდე გრძელდება, მეცხრე დღიდან კი სიტუაცია საგრძნობლად იცვლება, ყალიბდება ვირუსულ-ბაქტერიული პნევმონია ანუ მწვავე პნევმონია, როდესაც ბაქტერიული ფლორა ვირუსულ პათოგენს უერთდება.

როდესაც ვირუსი ხვდება ორგანიზმში და არღვევს ამ ბარიერს, ფილტვებში სადაც სტერილურ ადგილს პოულობს იქ  იწყებს კოლონიზაციას, გამრავლებას. თუ ეს სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება  და დაავადება აგრძელებს ზრდას, ამ ყველაფერს უკვე სერიოზული გართულებები მოჰყვება, როგორიცაა რესპირატორული სინდრომი - შოკი. დაავადების ამ ეტაპზე ადამიანს დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირს. ამ დროს ვიწყებთ მედიკამენტოზურ მკურნალობას ხოლო ფილტვების იმ დაავდებული უჯრედების განკურნება უკვე მხოლოდ ხელოვნური სუნთქვის აპარატით არის შესაძლებელი. 
 როდესაც ადამიანი დაავადების ამ ფაზაში იმყოფება, იწყება  იმუნოსუპრესია(იმუნიტეტის დაქვეითება, ერთი ან რამოდენიმე კომპონენტის გამოთიშვის გამო რაც იწვევს აგრესიული ბაქტერიების გააქტიურებას), რის შედეგადაც დაავადებულთა უმეტესობა, ალვეოლებში სოკოს წარმოშობით იღუპება. 

ამ ეტაპზე, დაავადებული ადამიანის პირველი 9 დღის განმავლობაში განკურნება შეუძლებელია, ანტიდოტის არარსებობის გამო. მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობა წარმოუდგენელია, ამ ყველაფერს თან თერაპიაც უნდა დავურთოთ, რომელიც პრობლემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადამიანის იმუნური სისტემის გამყარებას შეუწყობს ხელს", -  განაცხადა ალექსანდრე ჩუჩალინიმ. 
კორონავირუსის გავრცელების ციკლში მნიშვნელოვანი არის ერთი რამ - ერთი ორგანიზმიდან მეორე ორგანიზმში გადასული ვირუსი შედარებით მორგებულია გარემოს, რაც მას ასუსტებს - ამის შესახებ გენერალური დირექტორის მოადგილე, გაეროს საერთაშორისო ინსტიტუტში, მიხეილ ფავროვი საუბრობს. 

"ყველაზე მთავარი არის ის, რომ კორონავირუსი ღამურასგან გავრცელდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ბევრი შემთხვევა ადასტურებს, რომ ღამურები არიან ზოონოზური პათოგენის მატარებლები. როდესაც ღამურებს შორის ვრცელდება ეპიდემია, ისინი სხვადასხვა ვარიაციის ერთი და იგივე ვირუსით ავადდებიან. სწორედ ამ ვარიაციების გამო ხდება შესაძლებელი, ასე ვთქვათ გადაინაცვლოს ერთ-ერთმა ვირუსის სახეობამ ერთი ხერხემლიანიდან მეორეზე. 
ეს საშიში იმიტომ არის ,  რომ ზოონოზური პათოგენი როგორიცაა ებოლა და სარსი (მწვავე რესპირაციული სინდრომი), რომლებიც ასევე ღამურებისგან გავრცელდა, არ არის ადაპტირებადი ადამიანებთან. 

ბაღლინჯო - ეს არის პარაზიტი რომელიც ასევე ღამურებისგან იღებს სათავეს, ჯერ კიდევ იმ დროიდან , როდესაც ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. პარაზიტები არასდროს არ იწვევდა გაოცებას ადამიანებში და არც არავის აკვირვებდა მათი არსებობა, ბოლო პერიოდში კი გარემო საგრძნობლად იცვლის სახეს - მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად იზრდება, რაც მჭიდრო დასახლებებს ქმნის. ამავდროულად აფრიკასა და ჩინეთში ღამურებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ და ვრცელდება  ინფორმაცია მათზე,  როგორც მკურნალი ფრთოსნების შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება ერთი ადამიანიდან მეორეზე უწყვეტ რეჟიმში, შესაბამისად ღამურებზე მონადირეთა რიცხვი მატულობს, დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი ცდილობს მათ ხელში ჩაგდებას, შესაბამისად მით უფრო მეტ ადამიანს აქვს ინფიცირების შანსი.
სწორედ ამიტომ ვრცელდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ კორონავირუსის მსგავსი ვირუსი. 
ჩინეთში, გარდა საკვები პროდუქტისა, ღამურების კანისგან და ძვლებისგან მედიკამენტებს ამზადებენ, რაც რაღა თქმა უნდა ასევე ზრდის ვირუსული ინფექციების გავრცელების შანსს. 

კორონავირუსი სათავეს უხანში არსებული ბაზრიდან იღებს - იწყება ადამიანისგან, რომელსაც პირველად ჰქონდა კონტაქტი დაავადებულ ღამურასთან, ხოლო შემდეგ ვირუსი წვეთოვანი გზით იწყებს მოგზაურობას ადამიანიდან ადამიანზე. როგორც ირკვევა უხანში მომხდარი კორონავირუსის აფეთქება ერთი ღამურისგან დაიწყო. სწორედ იმ კონკრეტულისგან, რომლის ორგანიზმში არსებულმა ვირუსმა ადამიანის რეცეპტორებთან შერწყმა შეძლო. შემდეგ ხდება ის რაც ნებიმიერ ვირუსს დაემართებოდა, ის ხვდება სრულიად უცხო გარემოში - ფერმენტები, რეცეპტორები, არაფერი არ არის იდენტური, მას კი გამრავლება სჭირდება რაც მის არსებობას განსაზღვრავს. ის იწყებს უჯრედების შენებას, მაგრამ ვერ ახერხებს მათ შენარჩუნებას, ამიტომ უჯრედები წყდება და დაავადებული ორგანიზმიც იღუპება.  
ამ ციკლში მნიშვნელოვანი არის ერთი რამ - ერთი ორგანიზმიდან მეორე ორგანიზმში გადასული ვირუსი შედარებით მორგებულია გარემოს, რაც მას ასუსტებს. ჩვენ გარემოში მინიმუმ 40 სახეობის კორონავირუსი არსებობს, რომელთაგან 20 მაინც ადამიანებისთვის უკვე ცნობილია. ამ კორონავირუსსა და დანარჩენ კორონავირუსებს შორის განსხვავება კი ის არის, რომ უკვე ცნობილი ვირუსები იმდენად ადაპტირებულნი არიან ადამიანის ორგანიზმთან, რომ მათი არსებობა შეიძლება ვერც კი იგრძნოს დაავადებულმა", - განაცხადა მიხაილ ფავოროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics