|
2020-03-07 11:40:24, 3890 ნახვა
ეკონომიკა
საპენსიო სააგენტოს რისკის კომიტეტი თითოეული ტრანზაქციის კანონთან და საინვესტიციო დოკუმენტთან შესაბამისობას შეამოწმებს
საპენსიო სააგენტოს რისკის კომიტეტი თითოეული ტრანზაქციის კანონთან და საინვესტიციო დოკუმენტთან შესაბამისობას შეამოწმებს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი საუბრობს. ბაქარ მარუაშვილის განცხადებით, სპეციალიზირებული დეპოზიტარის მიერ მოხდება რისკების ადეკვატურობის შეფასება. ,,რისკის კომიტეტის მხრიდან, იქნება წინასწარი დასტური გარკვეულ მაღალი რისკის შემცველ ტრანზაქციებზე, გაივლის რისკის გუნდს, გავაკეთებთ ადეკვატურ შეფასებას, რის საფუძველზეც შემდეგ საინვესტიციო საბჭო დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას. დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება გარკვეულ ლიმიტებთან მიმართებაში, ასევე ექნება უფროს საინვესტიციო ოფიცერს, თუმცა როგორც რისკის გუნდის მიერ, ასევე სპეციალიზირებული დეპოზიტარის მიერ მოხდება რისკების ადეკვატურობის შეფასება, ასევე კანონმდებლობასთან და სხვა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტებთან შესაბამისობის შემოწმება", - განმარტავს ბაქარ მარუაშვილი. შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით ინვესტირების პროცესი დაიწყო. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საინვესტიციო საბჭომ პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით უკვე განახორციელა და თანხები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)