18:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 10:23:38, 3758 ნახვა

მსოფლიო
ბრმა ვიყავი - რუსი მსახიობი აგვისტოს ომის შესახებ გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმში მონაწილეობას ნანობს

რუსი მსახიობი, ანატოლი ბელი აცხადებს, რომ ნანობს მონაწილეობის მიღებას აგვისტოს ომის შესახებ გადაღებულ რუსულ ფილმში „აგვისტოს რვა“.

ამის შესახებ ბელიმ RTVi-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„იცით, გულწრფელად გეტყვით, ვნანობ, რომ იმ ფილმში მივიღე მონაწილეობა. იმ მომენტისთვის, ჩემი პოლიტიკური სიბრმავე და უცოდინრობა საერთოდ არ მესმოდა, რა ხდებოდა. საქართველო, აფხაზეთი, რუსეთი. პოლიტიკურად ინფანტილური ადამიანი ვიყავი. ამან ცუდად იმოქმედა, რადგან მას შემდეგ მე საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებებში ვეღარ ვმონაწილეობ“, - განაცხადა ბელიმ.

როგორც მსახიობმა ინტერვიუსას აღნიშნა, ის შავ სიაშია, რის გამოც საქართველოში რამდენიმე წლის წინ არ შეუშვეს.

„იყო ორი პროექტი, რომელთა გადაღებაც საქართველოში უნდა ჩატარებული, მაგრამ უცბად გამოაცხადეს, რომ მე არ მაქვს იქ ყოფნის უფლება, რადგან საქართველოს შავ სიაში ვარ. დიახ, ეს ჩემთვის სასწავლო ამბავია. მას შემდეგ ძალიან ვაკვირდები სცენარს, დავთანხმდე თუ არ დავთანხმდე“, - განაცხადა მსახიობმა.

„აგვისტოს რვა“ 2012 წელს გამოსული ფილმია, რომლიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გადაღებული რუსული, პროპაგანდისტული ფილმია. ფილმი, რეჟისორმა ჯანიკ ფაიზიევმა გადაიღო და რუსეთის მიერაა დაფინანსებული.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics