|
2020-03-03 13:35:10, 2467 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწყებების ერთიანი მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით უკვე დამუშავდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ოფისები, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მოქალაქეთა მისაღები, ასევე მიმდინარეობს დეზინფექცია წიაღის ეროვნული სააგენტოს, სტანდარტების და მეტროლოგიის სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ყველა იმ უწყების სივრცეებში, სადაც მოქალაქეთა მომსახურების სერვისები მოქმედებს. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის უწყებებში სადეზინფექციო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით ყოველდღიური, შიდა სადეზინფექციო ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება. „საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულია დავალება და რეკომენდაციებიб კორონავირუსის პრევენციის მიზნით იმ სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოების სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს შესაბამისი სერვისცენტრებისა და სამუშაო ოფისების დეზინფექცია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)