2020-03-02 17:51:16, 2748 ნახვა
მსოფლიო
გერმანელმა მინისტრმა ანგელა მერკელს კორონავირუსის გამო ხელი არ ჩამოართვა [ვიდეო]
გერმანელმა მინისტრმა ანგელა მერკელს კორონავირუსის გამო ხელი არ ჩამოართვა, - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული მთავრობის სხდომაზე მოხდა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის თქმით, ის ხელის ჩამორთმევაზე უარს კორონავირუსის გამო აცხადებს.
ცნობისთვის, გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან