06:51 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 15:23:15, 2881 ნახვა

რეგიონი
კასპში კელაპტრიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ კასპში დაიწყო კელაპტრიშვილის ქუჩის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც    2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და  იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. ქუჩაზე 2018-2019 წლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები.

პროექტი ითვალისწინებს 1 068 გრძივ მეტრზე, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, რ/კ ბეტონის ღარების, ეზოში  შეასვლელების, გზასთან მისასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობას. გზა ადაპტირებულია შშმ პირთა გადაადგილებისთვის.

კეთილმოწყობილი გზით ადგლობრივი მოსახლეობის გარდა, ისარგებლებენ ქუჩაზე მდებარე  „მაცხოვრის“ სახელობის ეკლესიაში მიმსვლელები.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდრში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს და რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics