2020-03-02 13:34:14, 2469 ნახვა
მსოფლიო
ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გარდაიცვალა
ირანში კორონავირუსით ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეისთან არსებული მიზანშეწონილობის საბჭოს წევრი მოჰამად მირმოჰამადი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მირმოჰამადი ორშაბათს დილით, თეირანში, მასიჰ დანეშვარის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც კორონავირუსის ინფექციით თეირანის მოქალაქეების დიდი ნაწილია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს კორონავირუსით ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,