|
2020-03-01 15:35:43, 2587 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი - ეკონომიკის სამინისტრო ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით ავიაკომპანიებისგან მიღებულ ინფორმაციას შესაბამის სამთავრობო უწყებებს ოპერატიულად აწვდის
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანას უზრუნველყოფენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით ავიაკომპანიებისგან მიღებულ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ოპერატიულად აწვდის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შემდგოში რეაგირების მიზნით. „ინფორმაციის შეგროვება და გადაგზავნა ხორციელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რისკის ზონის ქვეყნებში იმყოფებოდნენ. ეს ინფორმაცია მოგვეწოდება მგზავრის ბორტზე რეგისტრაციის მომენტიდან და აისახება პირდაპირ რეჟიმში ჩვენს მონაცემთა ბაზაში," - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა. მისი თქმით, შემოწმებას ექვემდებარებიან მხოლოდ რისკის მატარებელი მგზავრები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი მონაცემების სხვა უწყებებისთვის გადაცემა არ ხდება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)