|
2020-02-29 10:43:41, 3380 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში
„საქართველო ძალიან მნიშვნელოვან, გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს სამხრეთ გაზის დერეფნის განვითარებაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო სესიაში „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები“. მისი თქმით, საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში. „მოგეხსნებათ, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ტრანსანატოლიური გაზსადენის ინაუგურაციას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი შაჰდენიზის გაგრძელებაა, მანამდე BP-ის მიერ დასრულდა შაჰდენიზის განვითარების მეორე ფაზა, რომელიც ასევე მოგვიტანს სატრანზიტო გაზის გაზრდილ მოცულობებს, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, უკვე 17-მდე სხვადასხვა ქვეყანა, ძირითადად, ევროპული სახელმწიფოები ინტერესდებიან ამ პროექტში მონაწილეობით. „საქართველო, ჩვენი მოსახლეობა აქედან მიიღებს სერიოზულ ბენეფიტებს, რადგან იზრდება გაზის ის ქვოტა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართულია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საწარმოების ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ" - აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავა ბაქოში ორდღიანი ვიზიტით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, ასევე აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)