13:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 18:00:13, 3653 ნახვა

ეკონომიკა
კორონავირუსმა გლობალურ ეკონომიკას საფრთხე შეუქმნა

ექსპერტების თქმით, კორონავირუსის გავრცელებამ საფრთხე შეუქმნა გლობალურ ეკონომიკას.
მოვაჭრეების და ინვესტორების შიშის მიზეზი, კორონავირუსის აფეთქებაა, რის გამოც გლობალური ეკონომიკა შეირყა. მსოფლიო ფინანსური ბაზარი უკვე მეექსვე დღეა ეცემა. ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 80 ათასს გადააჭარბა და დღითიდღე მატულობს, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2800 სს მიაღწია. ვირუსი უკვე  50 მდე ქვეყანაში აღმოაჩინეს, დაავადებულთა და დაღუპულთა უმეტესობა კი ჩნეთის მოქალაქეები არიან.
ხუთშაბათს "Dow Jones" ის ინდექსი 1200 პუნქტით დაეცა, მთლიანობაში 4,4%-ის დაკარგვის გამო, ეს შემთხვევა ისტორიაში ყველაზე მკვეთრ ვარდნად აღიარეს.  "S&P"-ის ინდექსი - 4,4%-ით, "Nasdaq" ის ინდექსი კი - 4,6%-ით დაეცა. ლონდონის "FTSE "მა 3,5%-იანი ვარდნით დაასრულა ვაჭრობა, ხოლო იაპონური "Nikkei " სავაჭრო ინდექსი 2%- ზე მეტით დაეცა.
ამერიკის და ევროპის ბაზრების ყოველკვირეული ზარალი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, მსოფლიო მნიშვნელობის დანაკარგია. ბოლო 6 დღის განმავლობაში მსოფლიო კომპანიების აქციის ფასი 3,6 ტრილიონი დოლარით შემცირდა. 
იგივე სიტუაციაა რუსეთის ბაზარზეც. ოთხშაბათის მონაცემებით მოსკოვის ბირჟის ინდექსი 3,4%-ით , ხოლო "RTS "-ის  ინდექსი 5,1% ით დაეცა. "მოსკოვის ბირჟაზე" არსებული  ძირითადი აქციების ფასმი 10%-ით შემცირდა , რასაც ნავთობის ფასის ვარდნას და კორონავირუსის აფეთქებას უკავშირებენ.
ინდექსის ვარდნა გრძელდება, რადგან უფროდაუფრო მეტი ქვეყანა მიმართავს სხვადასხვა გზებს კორონავირუსთან გასამკლავებლად . ხალხს მოგზაურობისგან თვის შეკავებას ურჩევენ,გარკვეული საწარმოების მუშაობა შეჩერებულია, მაღაზიებით კი სულ უფროდაუფრო ცოტა მყიდველი სარგებლობს.
ევროპის ქალაქებიდან ყველაზე მეტად იტალი დაზარალდა. პარასკევის მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობამ 655 მიაღწია, ხოლო 17 ადამიანი დაიღუპა. იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლომბარდიასა და ვენეციაში მდებარე 11 ქალაქიში კარანტინია გამოცხადებული.
მთელი  ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებები, პრევენციის მიზნით უქმდება, მილანში ცნობილმა ოპერის სახლმა "La Scala" მუშაობა დროებით შეწყვიტა, მილანის მოდის კვირეული აუდიტორიის გარეშე ჩატარდა, ვენეციის კარნავალი კი საერთოდ გაუქმდა.

BBC-ის კორესპონდენტის, მარკ ლოურენსის თქმით იტალიის ხელისუფლება ცდილობს თავი აარიდოს პანიკას . "არასწორი ინფორმაციის ეპიდემია" უფრო მეტ ზიანს აყენებს იტალიას ვიდრე თავად ვირუსი - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  პრემიერ მინისტრის თქმით, იტალიის ქალაქების მხოლოდ  0,1% ინფიციერებული. 
მიუხედავად ამისა, ტრამპმა იტალიაში გამგზავრებაზე შეზღუდვები დააწესა, ისრაელმა იტალიისთვის საზღვარი საერთოდ ჩაკეტა, ქუვეითი კი საკუთარ მოქალაქეების ევაკუაციას აწარმოებს მილანიდან.
საბერძნეთმა სამი დაავადებულის გამო გადაწყვიტა გააუქმოს ყველა კარნავალი. გერმანიაში 48 შემთხვევა, საფრანგეთში 38, ესპანეთში კი ინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა. 
ტენერიფეს ერთ-ერთ  სასტუმროში 600 მდე ადამიანი ჰყავთ კარანტინში, იმის შემდეგ რაც იტალიელ ტურისტს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მოგვიანებით ვირუსის დიაგნოზი კიდევ სამ იტალიელ ტურისტს დაუსვეს.
იაპონიასა და ერაყში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა სკოლები. ანალოგიურ ზომებს მიმართა ჩინეთმა და ჰონკონგმაც. 
ხუთშაბათს, ჩინეთში, 29 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში დაავადებულთა რაოდენობამ 79 ათასს მიაღწია, ხოლო 2788 გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირებული ქვეყნებიდან ჩინეთში დაბრუნებულ მოქალაქეებს, ხელისუფლებამ  გარშემომყოფთაგან იზოლირება  უბრძანა. ბრძანების შედეგად 200 მილიონი სტუდენტი აღარ ჩავა ჩინეთში და დისტანციურად, ინტრნტის სშუალებით გააგრძელებს სწავლას. 
დაავადებულთა რაოდენობით სამხრეთ კორე  მეორე ადგილზეა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1700 ზე მეტია. 
საუდის არაბეთში ვირუსული ინფექციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ სახელმწიფომ  მექასა და მედინაში მომლოცველების შემოსვლა აკრძალა.
შუა აღმოსავლეთში, ვირუსის გავრცელების კერად ირანი რჩება, სადაც დაავადების 245 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 26 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა მონაცემებზე დაყრდონით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიკვდილიანობის კოეფიციენტი, ირანში საკმაოდ მაღალი - 10% ხოლო სხვა დანარჩენ ქვეყნებში 1%-ია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალისტები ირანში დაინფიცირებულთა რიცხვის გაზრდას ვარაუდოებენ. 
 "ბაზარზე სწრაფად რეაგირებს გარემო, სადაც შიში და გაურკვევლობა დომინირებს. ახლა ორივე საკმარისად არის მოდებული ", - აცხადებს "Bankrate.com" - ის პირადი ფინანსისტი და წამყვანი ანალიტიკოსი. 
ამასთანავე მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, "Microsoft " და " Rio Tinto "  იუწყებიან, რომ გაყიდვების გეგმას ვერ შეასრულებენ. Facebook - მა განაცხადა მაისში დაგეგმილ პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ კონფერენციის გაუქმების შესახებ.
აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა აღმსრულებელმა დირექტორმა, ჯენტენ ელენმა, ოთხშაბათს გაანცხადა, რომ კორონავირუსმა შეიძლება რეცესიამდე მიიყვანოს ამერიკის შეერთებული შტატები. "Goldman Sachs" - ის საინვეტიციო ბანკმა საკუთარი მომხმარებლები გააფრთხილა, რომ წელს მოგების ზრდას არ ვარაუდობენ, რასაც ჩინეთის ეკონომიკური აქტივობის დაცემას მიაწერენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics