2020-02-27 19:07:42, 3028 ნახვა
რეგიონი
თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია - ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ ხანძარია.
ცეცხლი რამდენიმე საათის წინ ტყის ქვედა საფარს მოედო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ადგილზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობს 10-მდე მეხანძრე-მაშველი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,