|
2020-02-27 11:53:44, 2182 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება
„ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში" მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში განაცხადა. მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა. „მაღალია პროცენტული ათვისება და ევროკავშირში საქართველოს მთლიან ექსპორტში წილი 89%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ იზრდება ჩვენი ქვეყნისა და პროდუქციის ცნობადობა ევროკავშირის ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში ექსპორტს ახორციელებენ და მათი რაოდენობა დღეს 910 კომპანიას შეადგენს“,- ამბობს არველაძე. გენადი არველაძემ ის პროდუქტებიც დაასახელა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმატებით გადის ევროპულ ბაზარზე. „ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად ახალი პროდუქტები გადის. მაგალითად, ახალი ხილი, ასევე, სხვადასხვა ინდუსტრიული წარმოების პროდუქტები, როგორიცაა ავეჯი, მათ შორის, ავეჯი ცხოველებისთვის, რომლის წარმოება საქართველოში პირველად შეიქმნა, მინის ბოთლების წარმოება, რომელიც პირველად გავიდა ასევე ამ ბაზარზე, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან მიღებული პროდუქტი, თაფლი, რომლის წარმატებული ექსპორტი პირველად შარშან განხორციელდა. ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც 2014 წლის შემდეგ განთავსდა ევროკავშირის ბაზარზე და ფაქტიურად, იზრდება ჩვენი ცნობადობა ამ პროდუქტებთან ერთად. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა 2014 წლამდე განთავსებული პროდუქტების რაოდენობაც",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. არველაძის შეფასებით, საქართველო წარმატებით ართმევს თავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა სხვადასხვა პროგრამების დახმარებით ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ცვლილებებთან ადაპტირებისთვის. „მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ უკვე წლების განმავლობაში ვახორციელებთ. ჩვენ ამ რეფორმებს ძალიან წარმატებით გავართვით თავი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტიტუციური გაძლიერება გაგრძელდება. აღებული ვალდებულებები ასევე გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ევროკავშირის რეგულაციებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მოწყვლადია მცირე და საშუალო ბიზნესი მათ შორის ფერმერებიც. აღნიშნული რეგულაციები პირველ ჯერზე გარკვეულწილად შეიძლება მტკივნეული იყოს ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, სახელმწიფო ძალღონეს არ იშურებს და სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ცდილობს დაეხმაროს მათ რეალობასთან ადაპტირებაში", - აღნიშნა გენადი არველაძემ.
პუტინმა ზელენსკის განცხადებას რუსეთის საჰაერო სივრცის „ფაქტობრივი დახურვის“ შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოყენება“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი- რუსეთის ცა ფაქტობრივად დაიხურება
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე
ხატია დეკანოიძე - არაერთი თვითმკვლელობა - ეს არის ფორმულირება ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)