13:29 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 17:36:47, 2124 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა, რომელიც ჩვენს ეკონომიკის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული

„ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა ბოლო წლებში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული, იგი მეტ ინკლუზიურობას წარმოშობს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020" განაცხადა.

ნათია თურნავამ კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში" საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და მთავარ მაჩვენებლებზე, ასევე მნიშვნელოვან  სექტორებზე ისაუბრა, მათ შორის ტურიზმის სექტორზე.

„საოჯახო სასტუმროები ვითარდება ყველგან ისეთ ადგილებში, სადაც სხვა ინდუსტრია ვერ განვითარდება. უკვე 8%-ს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის წილში ტურიზმი. ეს დარგი სენსიტიურია გარე შოკების მიმართ - რუსეთიდან ფრენების შეჩერება იქნება თუ კორონავირუსი, მაგრამ ჩვენი ტურიზმი უკვე იმდენად მდგრადია, რომ მისი ზრდა ძალიან მალე უბრუნდება აღმავალ ტრაექტორიას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა მნიშვნელოვანი ბაზრების დივერსიფიკაციასა და საქართველოს ღია და ლიბერალური ცის პოლიტიკაზე.

„ჩვენ ვზრდით პირდაპირი ფრენების საჰაერო მიმოსვლის არეალს, დაბალბიუჯეტიანი კომპანიებს ვეხმარებით შემოსვლაში. 9 მილიონ 300 ათას ვიზიტორზე მეტს უმასპინძლა ჩვენმა ქვეყანამ. 2022 წელს გავხდით ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა, რაც არის მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა და ესეც დიდი აღიარებაა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics