|
2020-02-26 17:30:45, 1794 ნახვა
ეკონომიკა
კარლ ჰალცერი: გვჯერა, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია, ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას
ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020" ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცერმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ახორციელებენ. „ჩვენ ვმუშაობთ დაფინანსების მიმართულებით, პროექტებს ვახორციელებთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს იმ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც გაფართოებას ცდილობენ", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც რამდენიმე მიმართუელბით, სხვადასხვა სექტორებში ხორციელდება. „ჩვენ გვაქვს რიგი პროექტები, ვცდილობთ სტიმულირება მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის, კვების მიმართულებების, მიკროსაწარმოების, ან ცოტა უფრო დიდი საწარმოების, რომლებსაც სურვილი აქვთ კვლევასა და ინოვაციის მიმართულებით წინ წაიწიონ", - აღნიშნა მან. კარლ ჰარცერმა კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში სხვადასხვა სექტორული კლასტერების განვითარების პერსპექტივებს. „საქართველოში გვაქვს კლასტერები, მაგალითად: ინტერიერის, დიზაინის, ფილმების წარმოების, ავეჯის, ტანსაცმლის და სხვა მიმართულებით. ჩვენ დავასრულეთ კვლევა და გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას", -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
უკრაინამ ბრიანსკის რეგიონში დაბომბა ქარხანა, რომელიც რუსული არმიისთვის დაკონსერვებულ საკვებს აწარმოებს
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)