|
2020-02-26 17:08:34, 1700 ნახვა
ეკონომიკა
კარლ ჰარცელი: DCFTA საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას ზრდის
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა თბილისში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020". კარლ ჰარცელი კონფერენციის ფარგლებში გამართული პანელის „საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები" ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. როგორც თავის გამოსვლაში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას ზრდის. „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება - ნათელია, რომ ეს არ გულისხმობს მხოლოდ თავისუფალ ვაჭრობას, ეს გახლავთ პროექტი, რომელიც საქართველოს აყენებს გზაზე იმისთვის, რომ მომავალში არ დასჭირდეს კონკურენცია ყველაზე დაბალ ხელფასებზე და ა.შ. ძალიან დიდი ძალისხმევა და ტკივილია საჭიროა მიზნის მისაღწევად, მაგრამ როგორც კი გაწერილ, რთულ სტანდარტებს დააკმაყოფილებ, როგორც კი მიაღწევ ევროკავშირის სტანდარტებს, ეს ხსნის საქართველოსთვის გლობალური ბაზრების შესაძლებლობას", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
უკრაინამ ბრიანსკის რეგიონში დაბომბა ქარხანა, რომელიც რუსული არმიისთვის დაკონსერვებულ საკვებს აწარმოებს
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)