|
2020-02-26 14:34:56, 1154 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა - ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში
„ეს გახლავთ ერთადერთი სწორი არჩევანი, რომელმაც ჩვენ წლების მანძილზე ერთი მცირე პოსტ საბჭოთა რესპუბლიკიდან გვაქცია ტოპ-რეფორმერად უამრავი სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020" განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა, ეს არის ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და ჩვენი სავაჭრო სივრცის, ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია. ნათია თურნავა კონფერენციის მიმდინარე პანელის „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში" ერთ-ერთი სპიკერია. მან ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მიღწევებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო იქცა ქვეყნად, რომლის ექსპორტიც ძალიან სწრაფად იზრდება და ეკონომიკურ ზრდაში ექსპორტის ზრდის კომპონენტი ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია. „როდესაც ვამბობთ რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 5,2% - ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა რეგიონში, აქ ექსპორტი არის მთავარი დრაივერი. თუკი მთლიანად ექსპორტი გაიზარდა 12,4%-ით, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის ზრდა კიდევ უფრო მაღალია - 13%-ით. აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი ეგზისტენციალური, სწორი არჩევანი, რომელიც ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც არის სულ 3,7 მილიონი მოსახლეობისთვის, მოგვცა შესაძლებლობა და დღეს ჩვენს ქართულ ბიზნესებსა და უცხოურ ინვესტორებს ვთავაზობთ ხელმისაწვდომობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მეშვეობით, გლობალური ბაზრის 1/3 თან 2,3 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი და ეს არის ჩვენი მომავალი და პოლიტიკური პრიორიტეტი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)