|
2020-02-26 13:21:45, 1163 ნახვა
ეკონომიკა
ლეშეკ ბალცეროვიჩი - ინვესტიციების მაღალი დონის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს
„საქართველოში რეგლამენტები სწორია რეგულაციები სწორია რაც მრავალი ინდიკატორით არის ნაჩვენები და აღნიშნული უნდა შენარჩუნდეს", - ამის შესახებ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020" ფარგლებში განაცხადა. ღონისძიების პანელზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელის და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესების თემატიკას ეძღვნება, ბალცეროვიჩმა ასევე საქართველოში ინვესტიციების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კერძო ინვესტიციების განაკვეთი ქვეყანაში მაღალია. „ჩემი დაკვირვება, რომელიც შემიძლია შემოგთავაზოთ, ეს არის ინვესტიციების განაკვეთი რომელიც ძალიან მაღალია. 32%-იანი მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი და უმრავლესობა ეს გახლავთ კერძო ინვესტიციები, ეს უნდა შევინარჩუნოთ და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს დავეწიოთ, და ინვესტიციების მაღალი დონის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდა შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს", - განაცხადა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)