|
2020-02-26 13:00:13, 1190 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: მომდევნო წლების პრიორიტეტი, სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება
„მომდევნო წლების პრიორიტეტი ფისკალური კუთხით სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელში: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები". მასთან ერთად, პანელის სპიკერებად მოწვეულები იყვნენ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი. ფინანსთა მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოთა კლასიფიკაციის პროცესი, რაც მოიაზრებს საწარმოთა დაყოფას ორ კატეგორიად: სახელმწიფო კორპორაციებად და არაკომერციულ საწარმოებად. „ჩვენ უკვე ვიწყებთ სახელმწიფო საწარმოების კლასიფიირებას და შემოგვაქვს ორი ჯგუფი - ერთი სახელმწიფო კორპორაციები, რომლებიც არის გამართული და ეკონომიკურად მდგრადი და მეორე, არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად სხვადასხვა სოციალურ ან არაკომერციულ ტვირთს ატარებენ და აქედან გამომდინარე, მათი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფისკალური რეფორმის კუთხით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასეთი ორგანიზაციების ვალდებულებები და ხარჯები სრულად აისახება ანგარიშგებაში და იქნება დამატებითი სტიმული მათი ეფექტიანობის გაზრდისთვის.
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)