|
2020-02-26 11:20:11, 1255 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან შეინ როზენტალთან, რომლის დროსაც განხილული იქნა აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები. აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური ზრდისკენ. აგრეთვე მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა მიზანს საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. ითქვა, რომ ბანკი ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ეკონომიკური დერეფნების ჩამოყალიბებას. შეხვედრაზე განხილული იქნა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. ითქვა, რომ ბანკი წარმატებით თანამშრომლობს როგორც საქართველოს საჯარო სექტორთან ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, ასევე კერძო კომპანიებთან, განსაკუთრებით რეგიონებში. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და დავით თვალაბეიშვილი.
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)