20:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 10:18:53, 1108 ნახვა

ეკონომიკა
დღეიდან „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა

დღეიდან „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს “ენერგო– პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი 23 ივლისის საჯარო სხდომაზე  დაუდგინა.

სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე 3.95 თეთრით თეთრით (დღგ–ს ჩათვლით) გაიზარდა.

კერძოდ, 0-100 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე პირთათვის ტარიფი განისაზღვრა 10.978 თეთრი/კვტ.სთ-ით (პირველი საფეხური), 101-300 კვტ.სთ-ს მომხმარებელთათვის - 14.348 თეთრით/კვტ.სთ-ით (მეორე საფეხური), 301 კვტ.სთ და მეტი - 18.178 თეთრი/კვტ.სთ-ით (დღგ-ს გარეშე).

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ტარიფის ცვლილებით გამოწვეული სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება. 70 000 ქულაზე ნაკლები შეფასების მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის წლის ბოლომდე 6 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სემეკმა კომპანიისათვის ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში მოხმარების ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 24 აპრილს დაიწყო.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებდნენ, რომ სატარიფო განაცხადის შეტანა ელექტროენერგიის შესყიდვის საფასურის გაძვირების გამო გახდა აუცილებელი.

„ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები ძალაშია 2015 წლის პირველის აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics