|
2020-02-25 16:08:28, 2973 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ
კორონავირუსი კონტროლს აღარ ექვემდებარება, გავრცელების დიაპაზონი კი უკვე ყოველგვარ საზღვარს სცდება. ექიმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმების სეშფოთების მიზეზი გახდა ის, რომ გასულ კვირას კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. კორონავირუსმა, რომელსაც ოფიციალურად SARS-Cov-2 დაარქვეს, ჩინეთის საზღვრები საკრუიზო გემის საშუალებით გადალახა. ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 000-ს მიაღწია, ხოლო 2 600 გარდაიცვალა. დანარჩენ ქვეყნებში კი, 1 200 ინფიცირებისა და 20 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირას, ვირუსით ინფიცირების შემთხვევები სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშიც გამოვლინდა, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში 5 ადამიანი დაიღუპა. მკურნალობას რუსეთში სამი, ხოლო დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადებული 13 ადამიანი გადის. ორშაბათს ერაყმა, ავღანეთმა, ქუვეითმა ომანმა და ბაჰრეინმა ერთდროულად განაცხადეს მათ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების შესახებ აღსანიშნავია, რომ ყველა ინფიცირებული ირანიდან ახალი ჩამოსული იყო. ამ დროისთვის ჩინეთში საპარლამენტო სხდომა, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადაიდო. ხელისუფლებამ ველური ცხოველის ხორცის საკვებ პროდუქტად გამოყენება, მათზე ნადირობა და ვაჭრობა აკრძლა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუსის გავრცელების კერად ჩინეთის პროვინცია უხანიში არსებული ველური ცხოველების ბაზრობა სახელდება. ირანი ქვეყანაში ვირუსის არსებობას ადასტურებს და აცხადებს, რომ 61 შემთხვევა დაფიქსირდა. ირანში 24 თებერვალს პარლამენტის დეპუტატებმა სახელმწიფო ფაქტების დამალვაში დაადანაშულეს და განაცხადეს, რომ ქალაქ კუმში 50 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით. ეს ინფორმაცია ხელისუფლებამ უარყო. სამხრეთ კორეაში, 380 უცხო ქვეყნის მოქალაქე ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო იზოლირებულია. თათრეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სოციალურ ქსელში ვირუსით დაავადებულთა შესახებ პანიკის შემცველ წერილებს ავრცელებენ მას შემდეგ, რაც საკრუიზო გემი ვირუსით დაავადებული მგზავრებით, ყაზანში ჩავიდა. ჯანდაცავის სამინისტრო აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არის. იტალიის პროვინციაში, ლომბარდიასა და ვენეტოში კარანტინი გამოცხადდა. 50 ათას ადამიანს ორი კვირის განმავლობაში ქალაქის დატოვება, წინასწარ შეტყობინების გარეშე, აეკრძალათ. მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აქამდე თავს იკავებდნენ იმისგან, რომ ახალი კორონავირუსისთვის პანდემია ეწოდებინათ, თუმცა დღეს ეს უკვე შესაძლებელია. მსოფლიო ახალ კორონავირუსს თითქმის ორი თვეა ებრძვის. კორონავირუსის გავრცელების არეალი კი ყოველდღიურად იმატებს. მსოფლიო უკვე იმ მავნე ზეგავლენაზეც ალაპარაკდა, რომელსაც ის განვითარებული სახელმწიფოების ეკონომიკას მიაყენებს. ფოტო: The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)