|
2020-02-25 00:07:32, 2914 ნახვა
მსოფლიო
ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა კინოპროდიუსერი ჰატვი ვაინშტაინი ორ ეპიზოდში სცნო დამნაშავედ. ეს არის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პროდიუსერი ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ დანმაშავედ ორ საქმეზე ცნო - მას სხვადასხვა ქალებთან მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუტმკიცდა. ამ საქმეებზე განსაზღვრული სასჯელის ვადა შემდეგნაირად გამოიყურება: მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურების დამტკიცება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობის დამტკიცება მინიმუმ 5-წლიან და მაქსიმუმ 25-წლიან პატიმრობას. 2017 წელს სტატიები იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას და ახალგაზრდა მსახიობ ქალებს სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა, თითქმის ერთდროულად ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)