|
2015-01-26 12:27:45, 1672 ნახვა
სამართალი
ლევან მურუსიძე: თუ შემომთავაზებენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციებიც გამართა. როგორც მურუსიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა გვარმა რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა თავად კონსულტაციები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არ ჰქონია. კითხვაზე-შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას, მურუსიძემ განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივი იქნება. "აღნიშნულ ფაქტს არ ვადასტურებ.შესაბამისად, არავითარი კონსულტაცია პრემიერ-მინისტრთან არ მქონია.რამდენჯერმე კი გაიჟღერა ჩემმა გვარმა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეალურად კონსულტაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან პირადად მე ამ საკითხთან დაკავშირებით არ მქონია.ეს ძალიან დიდი ტვირთია, ამაზე არ მიფიქრია.მაგრამ მთელი ჩემი მოღვაწეობა იყო სასამართლოში, დავიწყე მოსამართლის თანაშემწეობიდან, შემდეგომ პირველ ინსტანციაში, შემდგომ უზენაესში, ახლა ვარ საბჭოს მდივანი, შესაბამისად, თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამაზე ვიფიქრებ, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. თუმცა ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია ნამდვილად არ მაქვს",-აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)