|
2020-02-19 16:49:57, 1723 ნახვა
ეკონომიკა
ბელარუსის პრემიერ-მინისტრი - ქართული მხარე კარგად მუშაობს, თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება
„საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ დიალოგს მაღალ დონეზე. ასევე სტაბილური რჩება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება", - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა სერგეი რუმასმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საპარტნიორიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საქართველოს ელჩი ბელარუსში ვალერი კვარაცხელია. ნათია თურნავას განცხადებით, დღეისათვის საქართველო და ბელარუსი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა აღნიშნა, რომ ურთიერთვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის უფრო მეტი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული. ამასთან, ქართულმა მხარემ ბელარუსულ მხარეს საქართველოსა და ბელარუსს შორის თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების კუთხით თანამშრომლობის განვითარება შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება - 2019 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 94,8 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა 9%, საერთო ბრუნვის 0.7% წილით). ექსპორტი გაიზარდა 55%-ით, განისაზღვრა 44,25 მლნ. აშშ დოლარით ძირითად ქართულ პროდუქციას ბელარუსში წარმოადგენს მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, თხილი და სხვა. ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი საქართველოს მარტში ეწვევა.
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)