|
2015-07-31 15:22:58, 794 ნახვა
ეკონომიკა
სემეკი "თელასის" სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილებას 18 დეკემბრამდე მიიღებს
"თელასის" სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 18 დეკემბერი განისაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული, სადაც "თელასის" სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე იმსჯელეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სს „თელასის“ სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით წარმოება დაიწყო. კერძოდ, კომისიამ დააკმაყოფილა ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. კომისიის გადაწყვეტილებით, წინადადებებისა და შენიშვნების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 31 აგვისტო, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - მიმდინარე წლის 18 დეკემბერი. გარდა ამისა, კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სს „თელასის“ მოთხოვნა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)