|
2020-02-19 11:38:27, 1123 ნახვა
ეკონომიკა
რძის წამოება 2019 წლის IV კვარტალში 2.7%-ით შემცირდა
„რძის წამოება 2019 წლის IV კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.7%-ით შემცირდა“ - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა. მათივე ცნობით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობაც წინა წელთან შედარებით 1.7%-ით შემცირდა. „წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 864.1 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 425.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.0 პროცენტით ჩამორჩება. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 14.8 პროცენტით შემცირდა და 740.8 ათას სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 141.7 ათასი სული იყო, რაც 13.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.1 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 11.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 91.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. 2019 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 546.9 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.5 პროცენტით ჩამორჩება 2018 წლის შედეგს. 2019 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 20.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით ნაკლებია. 2019 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 67.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით ნაკლებია. 2019 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 148.7 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით ნაკლებია. 2019 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 605.5 მილიონი ცალი და 2018 წელთან შედარებით 4.6 პროცენტით ნაკლები შეადგინა“, - წერს საქსტატი.
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)