|
2020-02-17 13:40:48, 1595 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას ხელი შეუწყო
„ბერლინში 2022 წელს, ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყანად საქართველოს დასახელება ტურიზმის დარგში ჩვენი სწორი პოლიტიკის აღიარებაა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ნათია თურნავამ კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა იმ რამდენიმე ფაქტორის შესახებ, რომელმაც საქართველოს ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გამართულ საკმაოდ რთულ კონკურსში გამარჯვების შესაძლებლობა მისცა. „პირველ რიგში ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით და რამაც ტურისტებისთვის შესაძლებელი გახადა აქ კომფორტული დასვენება, ჩამოსვლა. ჩვენ საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვდებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს მაღალი წოდება დამატებით პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, მათ შორის ხელისუფლებას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისი თქმით, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად აქტიურად იმუშავებს ტურისტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით და მას კიდევ უფრო თანამდროვეს გახდის. ნათია თურნავას განცხადებით, კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს კონკურსში გამარჯვებას, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ქვეყნის ლიბერალური, „ღია ცის პრინციპი" და სწორი მარკეტინგული პოზიციონირებაა. „რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მდიდარი კულტურა, მდიდარი ტრადიციები, რაც საქართველოს უნიკალურს ხდის; ლიბერალური, ღია ცის პრინციპი და სულ უფრო მეტი პირდაპირი ფრენები, რასაც ჩვენ ვეხმარებით; ქვეყნის სწორი მარკეტინგული პოზიციონირება, რაზეც მუშაობს ჩვენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; იმის აღიარება, რომ საქართველო გახდა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა", - აღნიშნა მინისტრმა.
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)