|
2020-02-14 17:20:45, 3653 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ყავის საწარმო „მეამას" წარმოება დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი საწარმო „მეამას" წარმოება დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო. მასთან ერთად, საწარმოში იმყოფებოდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. კომპანია „მეამა" პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტის მხარდაჭერით გაიხსნა და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ერთდროულად აწარმოებს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული, კომპანიის ინფორმაციით, მათი რიცხვი 500-მდე გაიზრდება. „მეამას" ყავის ქარხანა 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ მისი შენობა, რომელიც ყურადღებას იქცევს თავისი განსხვავებული არქიტექტურით, 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში „ArchDaily&Strelka Award"-ის გამარჯვებული გახდა. ყავის კაფსულების გარდა, საწარმოში მზადდება ინოვაციური „მეამა დროფერი," რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. დროფერი წარმოადგენს უნივერსალურ გამოსავალს ოფისებისთვის და ბიზნეს ცენტრებისთვის, რაც თავის მხრივ სრულად ანაცვლებს ტრადიციულ ყავის „ვენდინგ მანქანებს". აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, კომპანია პირველად წარდგა საერთაშორისო გამოფენაზე, კერძოდ China International Import Expo-ზე, სადაც დიდი ყურადღება მიიქცია წარმოებულმა პროდუქციამ. „მეამაში" აცხადებენ, რომ ქართული ყავის კაფსულებით არამხოლოდ ქართული ბაზრიs, არამედ საერთაშორისო ბაზრების მომარაგებაც იგეგმება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია დაახლოებით 500 ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 10,000 - მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა მიკროგრანტების პროგრამაში და შეძლო მცირე ბიზნესსაქმიანობის დაწყება. „პროგრამამ შეიძინა ძალიან ბევრი მეგობარი, მომხრე და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენთა შორის. ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნება დაახლოებით 17,000 ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში - ქალაქებსა თუ რეგიონებში. 2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური იყო საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა, გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის მრავალ ქვეყანას. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებმა - იმ საწარმოებმა, ვინც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება, თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
პუტინმა ზელენსკის განცხადებას რუსეთის საჰაერო სივრცის „ფაქტობრივი დახურვის“ შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოყენება“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი- რუსეთის ცა ფაქტობრივად დაიხურება
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე
ხატია დეკანოიძე - არაერთი თვითმკვლელობა - ეს არის ფორმულირება ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)