|
2020-02-14 15:02:03, 2951 ნახვა
ეკონომიკა
2019 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდნეობა 7.8%-ით გაიზარდა
„2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 19.4 მილიონი შემოსვლა, რაც 7.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით“, - ამის შესახებ კვლევას საქსტატი აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.1 პროცენტს შეადგენდა. „2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 19.4 მილიონი შემოსვლა, რაც 7.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7.7 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.3 პროცენტით არის გაზრდილი. 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 6.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 6.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით. საერთაშორისო ვიზიტორების 66.0 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.5 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. 2019 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.1 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 1.6 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (1.5 მილიონი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 7.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.4 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 39.2 პროცენტს შეადგენდა. 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 43.5 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა დარეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 4.1 მილიონი და 2.3 მილიონი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით. 2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.1 ღამე შეადგინა, რაც 2018 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.2 ღამე) 1.9 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 73.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით. 2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 8.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 7.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წელთან შედარებით 8.6 ლარით შემცირდა და 1 074.2 ლარი შეადგინა“, - ვკითხულობთ საქსტატის კვლევაში.
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)