|
2020-02-14 14:10:24, 2387 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ა.დ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წლის 23 მაისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ა.დ.-ს ქ.თბილისში, კაფე-ბარ „შარდენ-ბარში“ ლ.ა.-სთან კამათი მოუხდა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მათ გაშველებას ბარის დაცვის თანამშრომლები შეეცადნენ და ეზოში გაიყვანეს, სადაც ჩხუბი გაგრძელდა. მოგვიანებით კი სიონის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,კონკასთან’’ გადაინაცვლეს, სადაც ა.დ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ლ.ა.-ს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და კვლავ აპირებდა დანის დარტყმას, თუმცა მას დაცვის თანამშრომელი რ.ნ. გადაუდგა. აღნიშნულით განაწყენებულმა ა.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, რ.ნ. -ს დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად რ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ.ა.-ს გადარჩენა მოხერხდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.დ. დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ა.დ.-ს მიმართ მიმდინარეობს ძებნა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)