|
2020-02-14 12:44:20, 2948 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.6%-ით გაიზარდა
„2020 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსუი ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.6 მლნ აშშ დოლარი (362.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.6%-ით (9.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4%, 14 უმსხივლესი პარტნიორი ქვეყნიდან მოდის. „2020 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.6 მლნ აშშ დოლარი (362.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.6%-ით (9.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4% იმ 14 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 91.2% მოდიოდა. 2020 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (53.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის იანვრის (15.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.1%-ით მეტია“, - განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)