|
2020-02-14 12:33:50, 2464 ნახვა
სამართალი
თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებულ ა.კ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად. „დანაშული ხუთიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი „სუბუტექსი“, „ბუპრენორფინის“ შემცველი ფხვნილი, ხუთი აბი „ექსტაზი“ და ერთი შეკვრა “მდმა”. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)