09:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 12:42:43, 1872 ნახვა

სამართალი
2019 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლი 1%-ით გაუმჯობესდა

„2019 წელს მცირედით დადებითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდა“, - ამის შესახებ IDFI-ში განაცხადეს.

როგორც ცნობილია, 2019 წელს 64,123 დანაშაულის შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც 2018 წლის მონაცემებს 10%-ით აღემატება.

„ თუ დავუშვებთ რომ 2018 წლიდან დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვიანობის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვით სამინისტრომ უარი თქვა ე.წ. შელამაზებული სტატისტიკის წარმოებაზე, მაშინ დანაშაულის ტენდენციების რეალურ სურათს მხოლოდ 2019 და 2018 წლების მაჩვენებლების შედარება გვაჩვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს სულ დარეგისტრირდა 64 123 დანაშაული, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს.

2019 წელს მცირედით დადებითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, 2018 წლამდე ე.წ. „შელამაზებული“ სტატისტიკის წარმოების შესახებ ვარაუდებს, მნიშვნელოვნად ამყარებს არსებული მონაცემებიც. მაგალითად, 2019 წლის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვნებელი დაახლოებით 20%-ით ნაკლებია.

ამავე დროს 2019 წლის სექტემბრიდან იწყება რეგისტრირებული დანაშაულის მნიშვნელოვანი კლება და მისი გახსნის მაჩვენებლების გაუმჯობესება, რაც ემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ცვლილებას.“, - წერს IDFI-ი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics