17:07 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 12:10:07, 341 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ალექსანდრ ვერშბოუ ეწვევა

საქართველოს 29 იანვარს, 2 დღიანი ვიზიტით ნატო-ს გენერალური  მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ეწვევა.

ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტის მთავარ მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მონიტორინგი წარმოადგენს.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ალექსანდრე ვერშბოუ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს შეხვდება.

„ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილს მოინახულებს. ალექსანდრე ვერშბოუ ასევე საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საჯარო ლექციას წაიკითხავს“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics