|
2020-02-12 18:46:48, 1996 ნახვა
ეკონომიკა
დავით თვალაბეიშვილმა ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა, რომლის შემუშავებაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებითაა განსაზღვრული. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი იანეს კოპაჩი, აგრეთვე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები. აღინიშნა, რომ ეროვნულმა გეგმამ ენერგეტიკული გაერთიანების ხუთივე ასპექტი უნდა მოიცვას, მათ შორისაა, სოლიდარობის და თანამშრომლობის მეშვეობით ენერგეტიკული უსაფრთხოების და ენერგიის წყაროების დივერსიფიცირების უზრუნველყოფა, ენერგოეფექტურობის ამაღლება, ტექნიკური ბარიერებისა და ნორმატიული ბარიერების გარეშე ენერგიის თავისუფალი მიწოდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სხვ. შეხვედრაზე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც ჩამოყალიბდება პროფილური ჯგუფები მესამე სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, რათა საბოლოო ჯამში, საქართველომ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)