|
2020-02-12 00:18:39, 1800 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური- ქალაქის სამმართველოში მზადდება ფლიგელი, სადაც გამომძიებლები მხოლოდ არასრულწლოვნებზე იმუშავებენ
"ქალაქის სამმართველოში მზადდება ფლიგელი, სადაც გამომძიებლები მარტო არასრულწლოვნებზე იმუშავებენ. პირველი აპრილიდან ვფიქრობთ, რომ გაიხსნება", - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "SWOT ანალიზში" სტუმრობისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ყველა დასაკითხი ოთახი აღიჭურვება კამერებით. "ბევრი ახალი პროექტი გაკეთდა ჩვენთან სამინისტროში. იქმნება სპეციალიზებული, საერთაშორისო გამოცდილებით გათვალისწინებული ევროპული სტანდარტის ოთახები. ოთახები იქნება კამერით აღჭურვილი, რაც ეცნობება იმ კონკრეტულ პირსაც, რომ შემდეგ, რამე პრობლემა არ შეიქმნას. იქ იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც მარტო მოზარდებზე იმუშავებენ და აუცილებლად ფსიქოლოგებიც. თუ მოითხოვს მშობელი დაესწროს ფსიქოლოგიც, გააჩნია წლოვანებას, ის დაესწრება არასრულწლოვნების გამოკითხვას. ეს თემა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და ძალიან კარგი იქნება, რაც ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს. გახსოვთ რა მოხდა, სამწუხაროდ, სირაძის შემთხვევაში, სხვადასხვა გამომძიებელი იჯდა ოთახში და გვიწევს არასრულწლოვანის ასეთ განყოფილებაში მიყვანა, რადგან ცალკე მათთვის გაკეთებული ოთახი არ გვაქვს. ეს პროექტი ბატონი გიორგი გახარიას დროს დაიწყო, როცა შს მინისტრი იყო. ამას რა თქმა უნდა ვაგრძელებთ და დავამთავრებთ. ეს არასრულწლოვნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)