|
2020-02-07 12:22:42, 1981 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში უახლოეს დღეებში თამაზ სტეფნაძის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, 2018 წელს ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გასულ წელს თამაზ სტეფანიას სახელობის ძველ გერმანულ უბანში ქვაფენილი დაიგო, მოწესრიგდა საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები. თამაზ სტეფანიას ქუჩის კეთილმოწყობა წელსაც აქტიურად გაგრძელდება. გრანტის ფრაგლებში თითოეული მოსახლის კარები გამოიცვლება და საცხოვრებელი სახლის ფასადები გალამაზდება. სამუშაოების განსახორციელებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი უკვე დასრულდა და ამჟამად გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. პროექტის სრული ღირებულება 54 300 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 2019 წელს აშენდა „აგროცენტრი“, რომელმაც ფერმერებისთვის ფუნქციონირება უკვე დაიწყო. პროექტის საერთო ბიუჯეტი 380 000 ევროა, აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 000 ევროს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარ ინფრასტრუქტურასა და მეწარმეთა ბიზნეს ადმინისტრირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)