|
2020-02-06 13:25:28, 1478 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავას ადვოკატმა სასამართლოს შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობით მიმართა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობას აყენებს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, თადუმაძე ვერ იქნება ობიექტური მსაჯული, იქიდან გამომდინარე, რომ ის უგულავას ფონდის საქმეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას ზედამხედველობას უწევდა. „შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორობის დროს ზედამხედველობას უწევდა საქმეს, რომელსაც დღეს იხილავს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. გიგი უგულავას წინააღმდეგ ფონდის საქმის მიმდინარეობისას სააპელაციო სასამართლოში და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების პროცესში შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ნებისმიერი ობიექტური ტესტით და ნებისმიერი ობიექტური ადამიანისთვის ის ვერ იქნება მოიუკერძოებლი მსაჯული. ამ ეჭვს ჩვენ ის გარემოება გვიმყარებს, რომ სხვა მოსამართლეებთან ერთად, ახლად დანიშნულ მერაბ გაბინაშვილთან ერთად ზეპირი მოსმენის გარეშე ჩანიშნა საქმე, რომლის ანალოგიურ საქმეზეც წელიწად ნახევრის წინ უზენაესი სასამართლომ წარმოებაში მიღებაზე განაცხადა უარი. აქედან გამომდინარე შალვა თადუმაძე უნდა იქნეს აუცილებლად აცილებული. ვიცით რომ თადუმაძე ყალბი დიპლომის საშუალებით ახორციელებდა გენერალური პროკურორის უფლებასმოსილებას, თუმცა მაინც გაგვიკვირდა, რომ თვითონ არ აიცილია უგულავას საქმე“, - განაცხადა ბექა ბასილაია. შეგახსენებთ, „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე 2018 წლის თებერვალში დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)