|
2020-02-05 18:48:09, 1890 ნახვა
სამართალი
მამა ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის მონასტერში მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის მონასტერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა, რომელიც თავს მონასტერს აფარებდა, მეორე პირი მოკლა და მიიმალა. „როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე, მონასტერში დროებით მცხოვრები და გაიქცა მონასტრიდან. საუბარია რა თქმა უნდა საერო პირებზე“, - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე. ცნობისთვის, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ეკლესიის კელიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ყელის არეში ჭრილობა აღენიშნება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)