|
2020-02-05 11:01:45, 690 ნახვა
რეგიონი
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე მსჯელობენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მორიგი რეგიონული შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ მიმართეს. „სოფლის მეურნეობაში ჩართული პირების ინფორმირებულობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა მნიშვნელოვანია. სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგიც აგრარულ სექტორში გაზრდილია წარმოება და რეალიზაცია. სახელმწიფო პროექტებზე წვდომის გაზრდისთვის, მნიშვნელოვანია მეწარმეებისა და ფერმერების ინფორმირება“. - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. გაიმართა დისკუსიაც, სადაც იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს. შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)