|
2020-02-05 10:52:15, 1650 ნახვა
სამართალი
შსს-ს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ქართველმა სამართალდამცველებმა თურქ კოლეგებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის და გავრცელების წინაღმდეგ მიღწეული შედეგები გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის დელეგაციის წევრები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ. სტუმრებმა დეპარტამენტის ახალი შენობა და ლაბორატორიები დაათვალიერეს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)