06:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 11:42:25, 1164 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე - არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა

„შავზე ვერ იტყვიან, რომ თეთრია. არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მთავრობის მიერ  ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელებას.

როგორც მან აღნიშნა, ლობისტური კომპანიების მუშაობას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ხელისუფლებას რაღაც აქვს საჩვენებელი.

„ეს არ არის ერთადერთი ლობისტური კომპანია, რომელიც დაქირავებული ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას. სხვა უწყებებსაც ჰყავს ანალოგიური კომპანიები, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც მის იმიჯზე მუშაობენ. როგორი შედეგით დამთავრდა ძალიან კარგად ვიცით. ლობისტური კომპანიების მუშაობას მაშინ აქვს აზრი, თუ რაიმე გაქვს საჩვენებელი. შავზე ვერ იტყვიან, რომ თეთრია. არ გათეთრდება ოცნება, რაც უნდა ხეხო ფულითა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანია „Chartwell Strategy Group“-თან თანამშრომლობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. ხელშეკრულების ასლი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 27 იანვრით არის დათარიღებული. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics